„მილანი“ მალდინის შვილთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

„მილანი“ მალდინის შვილთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

„მილანი“ ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილთან, დანიელთან, კონტრაქტის გაფორმებას აპირებს - გვამცნობს Calciomercato.com. 17 წლის დანიელი ამჟამად კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.

მიმდინარე კონტრაქტი უმცროს მალდინის 2021 წლამდე აქვს დადებული და კლუბის მესვეურები მის განახლებას და პირველ გუნდში გადაყვანას ფიქრობენ. წლევანდელ სეზონში დანიელმა „მილანის“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში 4 ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი დღესდღეობით „მილანის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორია.