"კრილია სოვეტოვის" პრეზიდენტი: ჯანო ანანიძე გვსურს, თუმცა...

ჯანო ანანიძე რომ "სპარტაკს" ზამთარში დატოვებს, თითქმის გადაწყვეტილია.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელოს.

სამარული კლუბის პრეზიდენტი ვიტალი შაშკოვი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 26 წლის ნახევარმცველით დაინტერესებულები არიან.

"კრილია სოვეტოვს" ჯანო ანანიძე სურს, თუმცა ეს სრულყოფილი ტრანსფერი იქნება თუ იჯარა, ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს. გპირდებით, რომ ყველა ახალწვეულის შესახებ მაშინ გაიგებთ, როდესაც გუნდი მოსკოვში შეიკრიბება" - ციტირებს შაშკოვის სიტყვებს sport-express.ru.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძესთან ერთად კლუბს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.