თბილისის

თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა

გამოცდილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა, მისი დამატების შესახებ ინფორმაციას "საბურთალოს" ვებ-გვერდი ავრცელებს.

34 წლის მეკარე გასულ სეზონში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა, თუმცა კლუბის ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ ეროვნული ლიგის ჩემპიონში გადაბარგდა.

ომარ მიგინეიშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის "ტორპედოს", თბილისის "დინამოს", "რუსთავის", "ზესტაფონისა და "სამტრედიის" ღირსებას იცავდა.