კლოპი:

კლოპი: "ტელეფონში ერთადერთი სელფი მაქვს - მესისთან"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბის ტელევიზიასთან საუბარში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა.

თუმცა, გერმანელი სპეციალისტი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელ პელეს მიიჩნევს:

„ტელეფონში ერთადერთი სელფი მაქვს და ის მესისთანაა. იმავე ოთახში კრიშტიანუც იყო...

მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რაც უნდა მოხდეს მომავალში, პელე საუკეთესოა. მას 2006 წლის მუნდიალზე შევხვდი, როდესაც მიმომხილველად ვმუშაობდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ნერვიულობს, მაგრამ იმ მომენტში გიჟივით ვიყავი გაოფლიანებული“, - განაცხადა კლოპმა.