Washington Post-ი NBA-ის საშობაო მატჩების შესახებ სტატიას აქვეყნებს, ერთი მონაკვეთი კი "დეტროიტის" ქართველ ლეგიონერ ზაზა ფაჩულიას ეხება.
"ზაზა ფაჩულიას სამქულიანი მისია გრძელდება" - ასე ასათაურებს აღნიშნულ მონაკვეთს ამერიკული გამოცემა.
"ზაზა ფაჩულიას წარუმატებლად შესრულებულ სამქულიან სროლებში NBA-ის რეკორდი ეკუთვნის - "დეტროიტის" ცენტრმა რეგულარულ სეზონში 29-ჯერ, ხოლო პლეი-ოფის ჩათვლით 31-ჯერ ისროლა და ფარში ვერცერთხელ მოათავსა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 31-დან მხოლოდ 6 სროლა იყო ფარიდან 9 მეტრზე ახლო მანძილიდან." - ვკითხულობთ სტატიაში.
ზაზა ფაჩულია NBA-ში მე-16 სეზონს ატარებს, მან "გოლდენ სტეიტთან" ერთად 2-ჯერ ჩემპიონობა იზეიმა.