ყაჩაღობა იარაღის მუქარით, ცოტა ხნის წინ თამარაშვილის 10 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო კომპანია „ინექს გრუპი" დააყაჩაღეს.
თვითმხილველების ინფორმაციით კომერციულ ობიექტში თავდამსხმელი შეიარაღებული შევიდა. დაყაჩაღებისას შენობაში ორგანიზაციის თანამშრომლები-მოლარე და ოპერატორები იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.