"მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ხელოვნურად. სადაც ჩამოყალიბდება, იქ უნდა ჩამოყალიბდეს, იქნება ეს ოპოზიციაში, თუ მმართველ გუნდში"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე საზოგადოების დაკვეთას მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის თაობაზე.
"ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გეტყვით, წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი რეჟისორი რომ იღებდეს ფილმებს და ამ დაშტამპულ აზროვნებას უყურებდეს წლების მანძილზე მთელი მსფოლიო, უინტერესო ხომ გახდება? ასეა პოლიტიკაშიც.
"ჩვენ კი რამდენი წელია ვუსმენთ ორი პოლიტიკური ძალის აზრს, ერთი ამბობს სულ 9 წელს, მეორე 6 წელს, ვხედავთ მათ შორის გაუთავებელ დაპირისპირებას პარლამენტში, ტელევიზიებში, რომლებიც საათობით უთმობენ დროს პოლიტიკას, ეს მართლაც დამთრგუნველია და ასე შეიძლება ადამიანმა გარეკოს.
"გამუდმებით ერთი აზრი რომ არ ტრიალებდეს, ამიტომაა საინტერესო მრავალპარტიული სისტემა და მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების მცდელობაც მისასალმებელია; მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად და არა ხელოვნურად. სადაც ჩამოყალიბდება იქ უნდა ჩამოყალიბდეს, იქნება ეს ოპოზიცია თუ მმართველი გუნდი, თანაც, თუ სათავეში გონიერი ლიდერი ეყოლება.
"კალაძეზე თუ იქნება საუბარი, რასაც ვუსმენ, წლებთან ერთად დიდ ნაბიჯებს დგამს, პროფესიულ თვისებებს აჩენს, შეუძლია დალაგებულად ისაუბროს. თუ პოლიტიკაშიც ისეთივე ჩემპიონი იქნება, როგორც ფეხუბურთში იყო, მაშინ ტუზი დაგვცემია ქართველებს. საქართველოც ჩემპიონი გახდება", - განაცხადა გოგი თორაძემ.