ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი "ფეისბუქ" მომხმარებელს, რომელიც მას აკრიტიკებდა, თავის სტილში უპასუხა:
“რა გვარია, ვინ წერს ესა? ვაი, მეცოდებით მართლა ქოცტროლებო. სანდრამ რამდენს დაუფინანსა, ჯერ მარტო ის ნახეთ და მეორეც ერთი, ეს 150 საავადმყოფო ბებიათქვენისგან გერგოთ მემკვიდრეობით? ვინ ააშენა, ხომ არ იცი? სადაზღვევო სისტემა ვინ შექმნა, რომელიც მერე ამათ გაანადგურეს? თქვენ სერიოზულად თვლით, რომ ხალხს მართლა მეხსიერების ჩიპი გამოუცვალეთ და ამ ტროლების უფრო სჯერათ? ჩემი შექმნილია სამედიცინო სისტემა, რომელიც ამათ გაანადგურეს, ჩვენი შექმნილია, იმდროინდელი მთავრობის... ვირო მადლიო, უკაცრავად..." - ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენთმა "ფიესბუქში" დატოვებულ კომენტარს.