ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატ თენგიზ გუნავას, რომელმაც განაცხადა, რომ გახარია კრიმინალებთან მართავდა შეხვედრას, მათ შორის იყო ე.წ. მაყურებელი, გვარად ცხაკაია.
„ბატონო თენგიზ, მეორედ დამისახელეთ ვინმე ცხაკაია მაყურებელი, ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ, ჩამოვალ ერთხელ და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, რას უყურებს, ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ. იქნებ „რუსთავი 2"-ს უყურებს, ან რამე. მე შემახვედრეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.