ქეით უინსლეტი და სირშა რონანი, ახალ ფილმში შეყვარებულ წყვილს ითამაშებენ

ქეით უინსლეტი და სირშა რონანი, ახალ ფილმში შეყვარებულ წყვილს ითამაშებენ

ოსკარის მფლობელი მსახიობი ქეით უინსლეტი, სირშა რონანთან ერთად ფრენსის ლის ახალ ისტორიულ დრამაში, Ammonite ითამაშებს.

ფილმის სიუჟეტი 1800-იანი წლების ინგლისში ვითარდება და ის პალეონტოლოგი მერი ენინგისა (უინსლეტი) და ბრიტანელი ქალის (რონანი) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

მერი ენინგი ისტორიული პიროვნება იყო, რომელიც დინოზავრების ნაპოვნი ნაწილების მიხედვით, აღადგენდა და აღწერდა მათ ჩონჩხებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მერი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც პლეზიოზავრის ჩონხი აღმოაჩინა.

მან დიდი როლი შეასრულა პრეისტორიული ხანის მეცნიერულ დონეზე განსაზღვრის დროს. ის 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები მარტში დაიწყება.