ვაინშტაინი ამბობს, რომ ჯენიფერ ლოურენსმა ოსკარი მასთან სექსის წყალობით მიიღო

ვაინშტაინი ამბობს, რომ ჯენიფერ ლოურენსმა ოსკარი მასთან სექსის წყალობით მიიღო

პარასკევს, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის წარმოება განახლდა. მთავარი მოსარჩელე, იყო ქალი, რომელიც ამბობდა, რომ ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი, მისი თანდასწრებით მასტურბირებდა და კარიერის სანაცვლოდ ორალურ სექსს სთავაზობდა.

საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ ვაინშტაინი ქალს დახმარებას ჰპირდებოდა და რამდენიმე მაგალითიც მოუყვანა.

"ჯენიფერ ლოურენსთან ვიწექი და შეხედე ახლა სად არის ის, მან ოსკარი მოიგო", - უმეორებდა ჰარვი ვაინშტაინს მის ახალ მსხვერპლს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯენიფერ ლოურენსმაც და თქვა, რომ მას არასდროს ჰქონია სექსუალური ურთიერთობა ვაინშტაინთან.

"ჩემი გული დამწუხრებულია ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლები გახდნენ. არასდროს მქონია მასთან პროფესიულის გარდა სხვა ურთიერთობა. მისი ეს განცხადება კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორია მოძალადის ტაქტიკა", - ამბობს ლოურენსი.

ამავე ქეისის მიხედვით, შემთხვევა 2013 წელს, ვაინშტაინის ოფისში მოხდა, სადაც ჰარვიმ საქმიან თემატიკაზე საუბრის დროს, უეცრად შარვალი გაიხადა და ორალური სექსის იმიტაცია გააკეთა. ამ დროს კი ქალს უმეორებდა - "საერთოდ გინდა, რომ მსახიობი გახდე?".

ჰარვი ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.

ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს.