ემი ადამსი: პირველი ქალი ვარ ისტორიაში, ვინც ბრედ პიტს ჩახუტებაზე უარი უთხრა

ემი ადამსი: პირველი ქალი ვარ ისტორიაში, ვინც ბრედ პიტს ჩახუტებაზე უარი უთხრა

მსახიობი ემი ადამსი, ჯიმი კიმელის შოუს სტუმრობდა, სადაც თავისი ახალი ფილმი Vice წარადგინა.

ემი იხსენებდა, რომ ერთ დღეს პიტი, რომელიც ამ ფილმის პროდიუსერია, გადასაღებ მოედანს ესტუმრა და ყვება, რომ ამ დროს მას 70 წლის ქალის მაკიაჟი ჰქონდა.

ყველაზე ამაღელვებელი მომენტი კი ის იყო, როდესაც ემიმ ბრედი დაინახა - "ეს შენელებულ კადრს ჰგავდა", - იხსენებს ემი.

"ის მომესალმა, მითხრა, რომ ჩემი ნახვა გაუხარდა და სცადა ჩამხუტებოდა", - ყვება ადამსი.

"ამ დროს გავაანალიზე, რომ ვერ ჩავეხუტებოდი, კონიუნქტივიტი მქონდა. სწორედ ასე გავხდი პირველი ქალი ისტორიაში, ვინც ბრედ პიტს ჩახუტებაზე უარი უთხრა" , - ხუმრობით იხსენებს ადამსი.