ევროთასები. კალვიზანო-ლოკომოტივი 13:20: ორიდან ორი გამარჯვება იტალიელებზე

ევროთასები. კალვიზანო-ლოკომოტივი 13:20: ორიდან ორი გამარჯვება იტალიელებზე

კალვიზანო-ლოკომოტივი 13:20

ლოკომოტივი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ივანე ხელაია, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე, 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. თორნიკე ტურაშვილი, 21. ლევან დარასელია, 22. გიორგი გედეხაური, 23. გრიგოლ ჩახვაძე.

ლ: გასვიანი. 5ს: წიკლაური

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე უშუალო კონკურენტს, მისსავე მოედანზე ეთამაშა და 20:13 დაამარცხა. რკინიგზელების იტალიური ტურნე წარმატებული გამოდგა. მათ აქ ორი შეხვედრა გამართეს, ჯერ რომში "ფიამე ოროს" სძლიეს, მერე კი "კალვიზანოც" მის გზას გაუყენეს.

თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, "ლოკომოტივის" მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კალვიზანოელელებმა ჩვენთან მატჩში ერთი სანუგეშო საპრემიო ქულა მიიღეს, რის გამოც ისინი "ლოკომოტივს" სატურნირო ცხრილში ერთი ქულით უსწრებენ. რკინიგზელების მომდევნო ეტაპზე გასვლის პირობა ასეთია: 12 იანვარს შინ, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" რომაული გუნდი ნებისმიერი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ. მერე ამავე გუნდმა, 19 იანვარს შინ უნდა სძლიოს "კალვიზანოს", რაც ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თვითონ ის ფაქტი, რომ "ლოკომოტივმა" იტალიური ტურნე გამარჯვებით მოიარა თავისთავად დადებითი ფაქტია. რაც ნიშნავს, რომ საკლუბო დონეზე იტალიას, თუ "კელტთა ლიგაში" მოასპარეზე ფრანჩაიზებს" არ გავითვალისწინებთ, არაფრით ჩამოვრჩებით.

ცხადია, იყო ჩვენი გუნდის თამაშში ხარვეზები, რამაც საშუალება არ მოგვცა უფრო მეტი და სასურველი სხვაობით მოგვეგო. არადა, ბოლო წუთზე "კალვიზანოს" შეტევა რომ მოგვეგერიებინა, ვითარება ჯგუფში სრულიად სხვა იქნებოდა.

"ლოკომოტივის" ამოცანა იყო, ეს თამაში 11 ქულაზე მეტი სხვაობით მოეგო, რადგან პირველი მატჩი თბილისში 6:17 ქონდა წაგებული. ალბათ, სწორედ ამ ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია, რომ დასაწყისში ორჯერ დავჯარიმდით და მეტოქემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0. ეს იყო, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მეტოქეს ანგარიში მიჰყავდა.

"რკინიგზელებმა" ნელ-ნელა თამაში დაალაგეს. შერკინებაში კი, ფაქტობრივად, სრულად ფლობდნენ უპირატესობას. ვის სასარგებლოდაც არ უნდა დანიშნულიყო შერკინება, ის იტალიელების მიერ წესის დარღვევით მთავრდებოდა. ეს კარგად გამოიყენეს ლოკომოტიველებმა და პირველ ტაიმში ბექა წიკლაურმა, რომელიც ისევ მგეზავის პოზიციაზე იდგა, ოთხი საჯარიმო გაიტანა. ტაიმიც ჩვენს სასარგებლოდ 12:6 დასრულდა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. ვდომინირებდით შეტევაში და გვიჭირდა დერეფანში თამაში, თუმცა ბოლოსკენ ეს კომპონენტიც ოდნავ გამოსწორდა. მეორე ტაიმის შუაწელში რკინიგზელებმა მეტოქე ჯერ შერკინებაში დააჯარიმეს, მერე დერეფანში თამაშისას და ბოლოს "კალვიზანოს" ლელოდან ხუთ მეტრში აუტიდან დერეფანში აგდებული ბურთი სუფთად მოვიგეთ, მოლი შევკარით. მეტოქეს თითქმის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლელო ფარნა გასვიანმა მიითვალა. წიკლაურმა ვერ გარდასახა - 17:6. თუმცა, მალევე მანვე საჯარიმო გაიტანა და ჩვენთვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდა - 20:6.

სამწუხაროდ, რკინგზელებმა თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს. თამაშის დრო უკვე დასრულებული იყო, როცა

"კალვიზანომ" გააფთრებით შემოგვიტია. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენი დაცვის ხაზის გაჭრა შეძლეს და ლელო გავვიტანეს, რომელიც ზუსტად გარდასახეს და მატჩიც დასრულდა - 13:20.

მომდევნო, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს "ლოკომოტივი" შინ გამართავს რომის "ფიამე ოროსთან" 12 იანვარს. შეხვედრა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

სატურნირო მდგომარეობა

  1. კალვიზანო - 10 ქულა, 2. ლოკომოტივი - 9, 3. ფიამე ორო - 1.

12 იანვარი

ლოკომოტივი-ფიამე ორო

19 იანვარი

ფიამე ორო-კალვიზანო