ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

დღეს 17 დეკემბერს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"შალკე"-"მანჩესტერ სიტი"

"ატლეტიკო"-"იუვენტუსი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"-პსჟ

"ტოტენჰემი"-"დორტმუნდი"

"ლიონი"-"ბარსელონა"

"რომა"-"პორტო"

"აიაქსი"-"რეალი"

"ლივერპული"-"ბაიერნი"

ჯგუფის გამარჯვებულები პირველ მატჩებს 12/13 და 19/20 თებერვალს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო 5/6 და 12/13 მარტს - შინ.

მეოთხედფინალის წილისყრა 15 მარტს გაიმართება.