რის გამო აკრიტიკებდა დედოფალი ელიზაბეტი ქეით მიდლტონს?

რის გამო აკრიტიკებდა დედოფალი ელიზაბეტი ქეით მიდლტონს?

ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ მეგან მარკლის სამეფო ოჯახისთვის უჩვეულო ქცევებდა და დედოფლის უარყოფით დამოკიდებულებაზე ამ ყველაფრისადმი, მაგრამ როგორც უცხოურმა ტაბლოიდებმა გაარკვიეს, ჯერ კიდევ ნიშნობამდე მოხვდა ქეითი დედოფლის კრიტიკის ობიექტი.

დედოფალს არ სჯეროდა, რომ ქეითი უილიამის შესაფერისი იყო და ამის მიზეზიც ცნობილია.

სამეფო ოჯახის ბიბლიოგრაფი - ქეიტი ნიოლი თავის წიგნში - “The Making of a Royal Romance”, წერს რომ ქეითისთვის საჭირო იყო სამსახური ეპოვნა, სანამ უილიამი მას ხელს სთხოვდა.

"ის (დედოფალი), მიუხედავად მისი ასაკისა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე წევრია და რძლად იმ ადამიანის მიღება, რომელსაც სამსახური არ აქვს, მისთვის მიუღებელია", - წერს ქეითი.

შეგახსენებთ, რომ ქეითი საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებელში, უილიამთან ერთად სწავლობდა, რაც ნათლად მოწმობს მის საკმაოდ კარგ ფინანსურ შესაძლებლობებზე ჯერ კიდევ სამეფო ოჯახში შემოსვლამდე, მომავალი ჰერცოგინია - მამის კომპანიის აქციების მფლობელი იყო, თუმცა როგორც ჩანს, დედოფლისთვის ეს საკმარისი არ იყო.