მაისში გამართულ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში საზოგადოების ყურადღება ოჯახის კიდევ ერთმა, არც ისე ცნობილმა წევრმა - ლუი სპენსერმა მიიქცია, რომელიც დამსახურებულად შერაცხეს ოჯახის კიდევ ერთ უსიმპატიურეს მამაკაცად.
ლუი პრინცესა დაიანას ძმისშვილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ტაბლოიდების სათავეში.
Yahoo-ს ცნობით, 24 წლის ლუისა და ანჯელინა ჯოლის შორის გარკვეული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და გულშემატკივრები ელიან, რომ სულ მალე წყვილი ერთად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა 43 წლის გახლავთ და არც ეს ფაქტი დარჩენილა ყურადღების გარეშე, „ასაკი მხოლოდ ციფრებია. ის ანჯელინაზე უმცროსია, მაგრამ ყველა ხედავს რომ არაჩვეულებრივი გარეგნობის მქონე ყმაწვულია, რომელიც ზრუნავს საკუთარ ოჯახზე. ანჯელინა კი, საკუთარ თავსა და პრინცესა დაიანას შორის უამრავ მსგავსებას ხედავს, რადგან ორივე მათგანს უყვარს ბავშვები და სხვებზე ზრუნვით არიან დაკავებული“ - აღნიშნულია სტატიაში.
ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება მხარეების მიერ და შესაძლოა ის მცდარიც აღმოჩნდეს, მით უმეტეს, ბოლო დროს, ჯოლისა და კიანუ რივზთან ურთიერთობის შესახებაც ხშირად იწერებოდა.