საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია კახეთში გუშინ შედგა. სალომე ზურაბიშვილმა ერეკლე მეორეს სასახლეში ოფიციალურ პირებთან ერთად მომღერლებიც მიიწვია, რომლებიც მას მხარს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე უჭერდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ ხათუნა ჟორდანია, სალომე გოგიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, სოფო ხალვაში და სხვები.
ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტი ხალხს პირადად მიესალმა და მხარდამჭერებმა მასთან სურათებიც გადაიღეს.
აჩი ფურცელაძე იყო პირველი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან სელფი გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.