ქვეყნის ბოლო პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თავისი დახვეწილობითა და სისადავით საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა.
შესაბამისად, არც ამჟამად დაუშვია გამონაკლისი, როცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მეუღლესთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მივიდა.
მაკა ჩიჩუას ინაუგურაციაზე თეთრი პალტო, შავი ზედატანი და შარვალი ეცვა. მის ლუქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა შავი ტყავის ხელთათმანები და შავი სათვალე.
მაკა ჩიჩუამ საყვარელ დიზაინერს არც ამჯერად უღალატა და ჩაცმულობა მეგობარს, დათუნა სულიკაშვილს მიანდო.
დათუნას გემოვნებით შერჩეულმა ლუქმა გაამართლა და სოციალური ქსელი მაკა ჩიჩუას გარეგნობით აღფრთოვანებას ვერ მალავს.