საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე, ქართველი სელებრითების სტუმრობა სოციალურ ქსელში სკანდალის მიზეზი გახდა.
ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის, გია თვაურის ცოლმა ლიკა ჭუმბურიძემ, ინსტაგრამზე სალომე გოგიაშვილის და მარიკა თხელიძის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო დადო და ისინი ინდაურებს შეადარა. სწორედ ამან გააღიზიანა სალომე გოგიაშვილი და ფეისბუქის პირად გვერდზე გია თვაურის ცოლის ინსტაგრამ პოსტი გამოაქვეყნა.
სალომე გოგიაშვილის პოსტს თვაურის ცოლის დაქალები გამოეხმაურნენ, რომლებმაც სალომე გოგიაშვილს ურჩიეს პოსტი წაეშალა, თუმცა სალომემ აღწერა, სანამ ბოდიშს არ მოიხდინენ მანამდე პოსტს არ წაშლიდა.
როგორც კომენტარებში წერენ , გია თვაურის მეუღლე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სოციალური ქსელის პირად გვერდზე თურმე ხშირად აკრიტიკებდა. პოსტს გამოეხმაურა მომღერალი ნინი ქარსელაძეც: ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვანთავისუფლოს ქართულმა ოცნებამ!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ ხვდებით საერთოდ სად ხართ, რომელ გუნდში და რა მოცემულობაში!!!
ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში იცით, რატომ აიღო ამხელა პროცენტი? თქვენნაირი ადამიანები, რომ არიან ქართულ ოცნებაში, ზუსტად ამიტომ!!!! თქვენი მეუღლე ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო მხოლოდ ჩვენი, ქართული ოცნების გულწრფელი მხარდამჭერების შეურაცხყოფით!!! ეს არის უზნეობა!!!!!
@Gia Tvauri თქვენნაირებმა ჩაგვაგდეს ამ მდგომარეობაში!!!!! დროა მიბრძანდეთ სახლში. ჩვენ ვიბრძოლეთ და თურმე თქვენ, გუნდის წევრი, მშვიდად უყურებდით თქვენი მეუღლე როგორ ქილიკობდა ჩვენზე? იქონიეთ სინდისი და დატოვეთ თანამდებობა! ცოლი თუ არ ითვალისწინებს თქვენს თანამდებობას, თქვენ ამხელა სტრუქტურას მითუმეტეს ვერ გააკონტროლებთ!
ქართული ოცნება / Georgian Dream გთხოვთ ასეთებს მიხედეთ!! 2020-ში ზუსტად ესენი დაგვღუპავენ! მე ამათნაირებისთვის არ მიბრძოლია!“ - დაწერა ნინი ქარსელაძემ .