"შტუტგარტის" კაპიტნის მამა თავისი შვილის თამაშზე ყოფნისას გარდაიცვალა

ბუნდესლიგის მე-15 ტურში "შტუტგარტისა" და "ჰერტას" მატჩისას (2:1) ტრიბუნაზე გარდაიცვალა მასპინძელთა გუნდის 33 წლის კაპიტნის კრისტიან გენტნერის მამა.

ის შეუძლოდ გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავად ფეხბურთელმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა და შეუცვლელად ითამაშა.

კლუბმა გუნდისთავს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.