ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში სიახლეა - ვინ უმსუბუქებს მარტოობას მსახიობს

ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში სიახლეა - ვინ უმსუბუქებს მარტოობას მსახიობს

გასულ კვირას, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ორწლიანი დავა შვილების მეურვეობის შესახებ დასრულდა, ყოფილმა ცოლ-ქმარმა შეთანხმებას მიაღწია, თუმცა, ზუსტი დეტალები იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც პოპულარული გამოცემა "Star"-ი წერს, გავრცელდა ინფორმაცია მისი და ცნობილი შემსრულებლის - ჯარედ ლეტოს საეჭვო ურთიერთობის შესახებ.

ინსაიდერის თქმით, ჯარედი ანჯელინას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც უახლეს ფილმზე დაიწყო მუშაობა, ლეტოს სურს, ახალ კინოსურათში სწორედ ანჯელინამ ითამაშოს, „წყვილი ბოლო დროს ხშირად ხვდება ერთმანეთს, თავდაპირველად ამას მეგობრობის სახე ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა, როცა ანჯელინამ გააცნობიერა, რომ მათ ძლიერი გრძნობები აკავშირებდათ“, - წერს გამოცემა.

მეტიც, წყაროს ცნობით, ლეტო ემოციურად ეხმარება ანჯელინას, რომ პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები გადალახოს და ჯოლის სახლშიც ხშირად ფიქსირდება.

შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის ახალი სიყვარულის, უფრო მეტიც გათხოვების შესახებ ჭორი რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ჰოლივუდის ვარსკვლავი მარტოა და მხოლოდ ბავშვების აღზრდითაა დაკავებული.