ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი შეუერთდა. ამასთან, ფილარმონიასთან უფლებადამცველებისა და სტუდეტების აქციას, რომელიც პატიმართა წამების წინააღმდეგ იმართება, მორაგბეები და საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები შეუერთდნენ.
ისინი აქციაზე უნივერისტეტის მხრიდან, მელიქიშვილის გამზირით მივიდნენ. როგორც წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ განაცხადა, ისინი ამ აქციის მიზანს უერთდებიან.