“მაცოფებდა…” – სად იყო ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის მსვლელობისას?

“მაცოფებდა…” – სად იყო ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის მსვლელობისას?

„არ მაქვს 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმა მიცემული"- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის" გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა.

"როგორც მაშინ მაცოფებდა უსამართლობა, ახლაც ისე ხდება.... მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი და არანაირ ბერკეტი არ მქონდა, არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს არ ვიცნობდი... იპოდრომის აქციაზე ვარ ნამყოფი. სალომე ზურაბიშვილიც იქ იყო...

როდესაც ინაუგურაცია იყო რუსთაველის გამზრიზე, მე იქ (იპოდრომზე) ვიყავი, რადგან უსამართლობამ გამაბრაზა. და დღეს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ...", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 2008 წლის 13 იანვარს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მეორე ვადით არჩეულმა 40 წლის მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კონსტიტუციაზე დაიფიცა, შემდეგ კი ერსა და ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ინაუგურაციის ცერემონია დასრულდა სამხედრო აღლუმით, რომელშიც 2 500 ქვეითი, მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობდა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე გაერთიანებულმა ოპოზიცამ საპროტესტო აქცია გამართა. 300 000 მოქალაქე სააკაშვილის ინაუგურაციას აპროტესტებდა.