პირველი წრე ხვალ დასრულდება

პირველი წრე ხვალ დასრულდება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 55-23 დაამარცხა სპორტი უნივერსიტეტი. პირველი წრე ხვალ სრულდება.

დღეს ლიდერთა ოთხეულის ყველა წევრმა გაიმარჯვა. ქუთაისმა მოუგო გორს (54-28), თელავის იმედმა დაამარცხა სამტრედია (37-24), ხოლო პეგასმა აჯობა წყალტუბოს - 49-26.

ხვალ ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში ოთხი საინტერესო მატჩია. ჯერ თამაშობენ ქვედა ოთხეულის გუნდები: 10 საათზე - სამტრედია-სპორტუნი, 12 საათზე - წყალტუბო-გორი. შემდეგ ლიდერთა ჯერია: 14 საათზე ქუთაისი ეთამაშება პეგასს, ხოლო 16 საათიდან არენაზე იქნებიან 2017 და 2018 წლის ჩემპიონები, თელავის სტუ-იმედი და ბათუმის შავი ზღვის ბიჭები.

სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

12 დეკემბერი, ოლიმპიური სასახლე. დიდი დარბაზი

სპორტუნი - ბსბ ბათუმი 23-55

სპ: ხარაიშვილი - ჭელიძე 7, ცხვარაშვილი 5, გულდედავა 5, ერისთავი 5, ზურაბიანი 1, დელიბაშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი - სურმავა 13, გ. კოხრეიძე 11, გოგოლაძე 9, სიმონია 8, აბრამიშვილი 6, მახაჭაძე 4, თევზაძე 2, მჟავანაძე 1, წივწივაძე 1, ტიელიძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

ქუთაისი - გორი 54-28

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი - მერკვილაძე 9, გამზარდია 8, რუსტამოვი 7, ჯ. იმნაძე 7, ლ. იმნაძე 6, სტურუა 6, ხაჟომია 5, მათნაძე 5, ჯუღელი 1, კობახიძე

გორ: ვათიაშვილი - ახალბედაშვილი 13, მჭედლიშვილი 4, ზუბიაშვილი 4, ტარუაშვილი 4, გუდურაშვილი 2, ზოზიაშვილი 1, ნიაზაშვილი, ხუბულური, ოსეფაშვილი,

მსაჯები: ი. ჭკუასელი (თბილისი) - გ. გველესიანი (წყალტუბო)

სამტრედია - იმედი-სტუ თელავი 24-37

სამ: შველიძე - ძნელაძე 9, ადამია 4, ხელისუფალი 4, აფრიდონიძე 2, დიდია 1, მანაგაძე 1, ქავზინაძე 1,

ხომერიკი 1, თევზაძე 1, ნადირაძე

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - გავაშელიშვილი 7, იობაშვილი 6, გოგალაძე 5, ბაინაზიშვილი 5, ყორიაული 5, დოლმაზაშვილი 4, მაისაშვილი 4, კორსანტია 1, ბერაძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

პეგასი - წყალტუბო 49-26

პეგ: გორგოძიანი, დიხამინჯია - ნ. კოხრეიძე 8, შუბითიძე 7, კუხალაშვილი 6, ბაძაღუა 5, გვაზავა 4, ასაბაშვილი 4, ზარნაძე 3, ჟვანია 3, გრიშიკაშვილი 2, პატაშური 2, დგებუაძე 2, ჭანტურია 2, კალანდაძე 1, ქათამაძე

წყ: სილაგაძე, აფხაძე - გველესიანი 8, ჯიმშელეიშვილი 8, მეტონიძე 5, გ. აფხაძე 2, ნიჟარაძე 2, კახაია 1, მუკბანიანი, დარსაველიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი (თბილისი)

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი----6---6---0---0---285-167--12

პეგასი-----------6---5---0---1---270-171--10

იმედი-სტუ-----6---5---0---1---215-174--10

ქუთაისი--------6---4---0---2---259-168---8

გორი------------6---2---0---4---197-272---4

სპორტუნი------6---1---0---5—183-263---2

სამტრედია-----6---1---0---5---158-238---2

წყალტუბო-----6---0---0---6---139-253---0

13 დეკემბერი, დიდი დარბაზი

10:00 სამტრედია - სპორტუნი

12:00 წყალტუბო - გორი

14:00 ქუთაისი - პეგასი

16:00 ბსბ ბათუმი - იმედი-სტუ თელავი