იოკო ონო „Pussy Riot”- ს დააჯილდოებს

იოკო ონო „Pussy Riot”- ს დააჯილდოებს

რამდენიმე წლის წინ, ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ ფონდი „Lennonono Grant For Peace” ჩამოაყალიბა და მსოფლიოში მშვიდობისთვის აქტიურად მებრძოლ პიროვნებებს გარკვეული თანხით აჯილდოებს.

მიმდინარე წელს ქალბატონი იოკო ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს 9 ოქტომბერს, ქალაქ რეიკიავიკში გამართავს.

ცნობილი გახდა რომ წელს იოკო ონომ 2003 წელს გარდაცვლილი რეიჩელ კორი, მწერლები კრისტოფერ ჰიტჩინსი და ჯონ პერკინსი, აგრეთვე რუსული პანკ-ჯგუფი „Pussy Riot” გამოარჩია.

გავრცელდა ცნობა, რომ საპატიმროში მყოფ რუს გოგონებს ჯილდო მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ნიუ-იორკში გადაეცემათ. იოკო ონოს იმედი აქვს, რომ ამ დროისთვის ისინი სატუსაღოდან გათავისუფლებულები იქნებიან და აშშ-ში ჩასვლას მოახერხებენ.