გუშინ ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა ცნობა, რომ ორსულად ბრძანდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელი მომღერალი „ბარსელონას“ მცველ ჟერარ პიკეს ხვდება. ქალის მტკიცებით მომავალი ბავშვის მამა ფეხბურთელი ბრძანდება.
„მე და ჟერარი ძალიან გახარებულები გახლავართ. სამწუხაროდ მას ხშირად ვერ ვნახულობ. ჩემი შეყვარებული ფეხბურთელია და საკუთარ კარიერას საფრთხეს ვერ შეუქმნის. რაც შემეხება მე. უახლოეს დღეებში მომავალ გეგმებს გადავხედავ. რასაკვირველია საკონცერტო გამოსვლებზე დროებით უარის თქმა მომიწევს.
ორსულობის პერიოდში თავს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდე. ჟერარი ჩემს გვერდით დგომასა და დახმარებას მაქსიმალურად შეეცდება.
ჩემს თაყვანისმცემლებს ალბათ დააინტერესებთ მე და პიკე შეუღლებას თუ ვაპირებთ. ამაზე ნამდვილად გვიფიქრია და საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ მომავალ წელს მივიღებთ.“ - განაცხადა შაკირამ.