ყველასათვის ცნობილია, როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანის განწყობაზე. ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკას განკურნების ძალაც ჰქონია.
დადგინდა, რომ კლასიკური მუსიკა კარგად მოქმედებს საჭმლის მონელების სისტემაზე, თანამედროვე პოპულარული კი - პირიქით.
სხეულის კორექციისთვის საუკეთესო საშუალება ტრენაჟორების დარბაზია, სადაც ვარჯიშები, უმეტეს შემთხვევაში, ხმამაღალი და ერთფეროვანი მუსიკის თანხლებით სრულდება. თუმცა, კლასიკური მუსიკა ამ შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია. მუსიკა შედეგებს აუმჯობესებს კოსმეტიკური პროცედურის დროსაც.
ქრონიკული დაღლილობის დაძლევაში ბრამსის მუსიკა დაგეხმარებათ. მაგალითად, „კონცერტი ვიოლინოსთვის“ ან „უნგრული ცეკვები“.
ემოციურ სტრესს მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“ მოგიხსნით. თუ გაღიზიანებული ხართ, ექიმები ჩაიკოვსკის მოსმენას გირჩევენ. აქ ნებისმიერი მუსიკა გამოგადგებათ. განსაკუთრებით კი „რომეო და ჯულიეტას“ უვერტიურა, სიმფონია „ზამთრის ვნებანი“.
თავის ტკივილი შეგიძლიათ დააფრთხოთ ოგინსკის პოლონეზით, გერშვინის „ამერიკელი პარიზში“ და მენდელსონის „გაზაფხულის სიმღერით“. ძილს მოგიწესრიგებთ გრიგის „პერ გიუნტი“. ოფენბახის „ბარკაროლა“, მენდელსონის „უსიტყვო სიმღერები“.
დეპრესიას ბლუზი და ჯაზი დაგიფრთხობთ. მენდელსონის „საქორწინო მარში“ გულის დაავადებებისა და სისხლის წნევისგან კურნავს.