ბობ დილანი დაბრუნდა

ბობ დილანი დაბრუნდა

ორი დღის წინ გამოცემამ „Official Charts Company” წინა კვირის ბრიტანული მუსიკალური ალბომების მორიგი ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბობ დილანის ახალი ნამუშევარი „Tempest” შევიდა, რომელმაც საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

ბობ დილანს ჯგუფებმა „The xx” და „The Script” გაასწრეს. პირველის ალბომი „Coexist”, ბრიტანული ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა, მეორე ჯგუფის დისკი „Number 3“ კი მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

კომპოზიციების რეიტინგში პირველობა არავის დაუთმო ჯგუფი „The Script”-ის ახალმა სიმღერამ „Hall Of Fame”. მეორე პოზიციაზე 17 წლის მომღერალი ამელია ლილის კომპოზიცია „You Bring Me Joy” განთავსდა, მესამე კი „Ne – Yo”-ს სინგლი „Let Me Love You (Until You Learn To Love) აღმოჩნდა.