“ჯინსების თაობა“ პრობაციონერებისათვის

“ჯინსების თაობა“ პრობაციონერებისათვის

შვიდ წელიწადზე მეტია, რაც თბილისში “თავისუფალი თეატრი“ არსებობს. ამ თეატრის დაარსება უპირველესაც, გახმაურებული სპექტაკლის – “ჯინსების თაობის“ დადგმას უკავშირდება. 2003 წელს, თბილისის თითქმის ყველა თეატრმა უარი განაცხადა აღნიშნული სპექტაკლის დადგმაზე, რომლის სცენარი, მწერალ დათო ტურაშვილს ეკუთვნის.

სპექტაკლი იმ ქართველ ახალგაზრდებს ეძღვნება, რომლებმაც საბჭითა კავშირიდან გაღწევა თვითმფრინავის გატაცებით სცადეს და ამის გამო, ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ, მკაცრად დასაჯა. თვითმფრინავის გამტაცებლების ერთ ნაწილს კი, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

“თავისუფალი თეატრის დასმა“, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თხოვნით, სპეციალურად არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებისათვის სპექტაკლი “ჯინსების თაობა“ წარმოადგინა. აღნიშნულ  სპექტაკლს 50 პრობაციონერთან ერთად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ. წარმოდგენამ მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი თვაურის განცხადებით, მსგავს კულტურული ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობა პრობაციონერებს დაეხმარება ღირებულებათა გადაფასებაში და მოქალაქეობრივი მართლშეგნების ამაღლებაში, რაც მათი მხრიდან დანაშაულის განმეორების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.