ლივერპულში სტიუარტ სატკლიფის გამოფენა იხსნება

ლივერპულში სტიუარტ სატკლიფის გამოფენა იხსნება

ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ქალაქ ლივერპულის ერთ-ერთ მუზეუმში საინტერესო საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება.

ამ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჯგუფი „The Beatles”-ის ყოფილი წევრი სტიუარტ სატკლიფის, იოკო ონოს, პიტერ ბლეიკისა და ნოელ ფილდინგის ნახატები.

სტიუარტ სატკლიფი თავის დროზე ჩინებული მხატვარი გახლდათ. საკუთარი სურათების დიდი ნაწილი ჯგუფის პირველ საგასტროლო ტურნეში, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შექმნა. მისი ნახატების სერიას „Hamburg Work on Paper” ეწოდება.

სატკლიფის ნახატები ლივერპულის მუზეუმს აშშ-ში მცხოვრებმა მისმა დამ - პოლინმა გადასცა.

გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. 17 ნოემბერს საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდება. წინასწარი მონაცემებით, სატკლიფის ნახატებზე უკვე დიდი მოთხოვნილებაა. სურათების გაყიდვისგან შემოსული თანხის 45% ლივერპულში მდებარე საბავშვო სახლს „Claire House” გადაეცემა.