ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ქვემო ქართლს სტუმრობდა. ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობას კოალიციის ლიდერი კულტურისა და დასვენების პარკში შეხვდა.
"ქართული ოცნების" ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ბოლნისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დარეჯან ჩხეტიანმა, კოალიციის წევრმა სოზარ სუბარმა და კოალიცის სხვა წევრებმა ბოლნისის სიონი მოილოცეს.
მეუფე ეფრემმა ბოლნისის ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ მსოფლიოს მრავალი კუთვიდან ჩამოდიან,საქართველოსთვის კი ტაძარს ეროვნული მნიშვნელობა გააჩნია.
მეუფე ეფრემმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა, დალოცა და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.
„წარმატებები, გამარჯვებები,სრულიად საქართველოს ერთიანობა და სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგაკლოთ ღმერთმა“,-ბრძანა მეუფე ეფრემმა.