საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Château d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე  ყველაზე ძვირფასი თეთრი ღვინოა ბორდოდან, სოტერნის აპელასიონიდან. პირველი კლასის გრან კრიუა, წურავენ სოვინიონიდან და სემიიონიდან. 1785 წლიდან იკემის მამულს ლურ-სალიუსების (Lur-Saluces) ოჯახი ფლობს. რობერტ პარკერი ასე ახასიათებდა ღვინოს, არც ერთი ღვინო ისე არ ამართლებს თავის ფასს, როგორც იკემი. ერთი ძირიდან მხოლოდ ერთი ბოკალი გამოჰყავთ და უმაღლესი ხარისხი იკემის მთავარ დევიზს წარმოადგენს.

 

სამი წლის განმავლობაში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ და ამ დროს ღვინის 20% იკარგება, თუმცა კარგი ღვინისთვის მეწარმეები უფრო დიდ მსხვერპლზეც წავლენ. როცა საქმე ბოთლებში ჩამოსხმამდე მივა, საუკეთესო კასრებს არჩევენ და რაც მთავარია, ღვინოს არ ფილტრავენ.

 

დევიდ პეპერკორნმა 1921 წლის ჩამოსხმას 20-ე საუკუნის სასწაული უწოდა. ეს ღვინო დღემდე ინარჩუნებს ბრწყინვალე გემოსა და დამლევს ახლაც სიახლის განცდას ანიჭებს.აღწერა: იკემს დავარგების 100-150 წლიანი პოტენციალი აქვს. სხეულიანი, ძლიერი და საოცრად ბალანსირებული ღვინოა ანანასისა და დაშაქრული თხილის არომატით, გარგრისა და ვანილის ნოტებით.