გამოცემა „Blabbermouth.net”-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პოპულარული ჯგუფი „Led Zeppelin”-ის წევრები ახალ ალბომს გამოუშვებენ.
ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსები ხვალ სპეციალურ პრეს-კონფერენციას ჩაატარებენ და ახალი დისკის შესახებ ისაუბრებენ.
ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის მტკიცებით, ახალ ალბომში განთავსებული იქნება ჯგუფის მიერ 2007 წლის 10 დეკემბერს, ლონდონის „O2 Arena”-ის დარბაზში გამართული კონცერტის ჩანაწერი.
ეს კონცერტი გინესების რეკორდების წიგნშია შესული. მას 18 ათასი ადამიანი დაესწრო. ამ ღონისძიებაზე მოხვედრის მსურველთა რიცხვი დიდი იყო და ღონისძიების ორგანიზატორებმა ორი მილიონი ბილეთის შეკვეთა მიიღეს. საკონცერტო დარბაზის სცენაზე რობერტ პლანტთან, ჯიმი პეიჯთან და ჯონ პოლ ჯონსონთან ერთად გარდაცვლილი ჯონ ბონემის ვაჟიშვილი ჯეისონ ბონემიც გამოვიდა. კონცერტის მსვლელობისას ჯგუფმა 16 კომპოზიცია შეასრულა.
ახალი ალბომი გაყიდვაში სავარაუდოდ მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა.