ლევან მახაშვილი: ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს [საქართველო] არის წმინდა წყლის სპეკულაცია

ლევან მახაშვილი: ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს [საქართველო] არის წმინდა წყლის სპეკულაცია

საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა, - განუცხადა ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შანხაის სამიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და .. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის.

საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირსა და ნატოში წევრობა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საქართველო იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც დღეს აქვს ქვეყანას, ვერ იქნებოდა ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და .. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია ამჯერად ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების მიწვევა-არ მიწვევის საკითხზე. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება სამიტზე არ დაპატიჟა. ტრადიცია კი ასეთია - ღონისძიებას ესწრებიან შანხაის სამიტის წევრები და დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენლები.