ცნობილი ეგვიპტელი კინომსახიობი ომარ შარიფი 80 წლის ბრძანდება. საპატიო ასაკის მიუხედავად თავს ჩინებულად გრძნობს და ავტომანქანასაც თავად მართავს.
ბატონი ომარი ქალაქ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ უსიამოვნებაში გახვეული აღმოჩნდა.
ქალაქის ერთ-ერთი ავტოსადგომის მუშამ, ვინმემ ხუან ანდერსონმა მის წინააღმდეგ ადგილობრივ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მომჩივანის მტკიცებით, ოთხი თვის წინ, შუაღამისას გვარიანად ნასვამი შარიფი რესტორნიდან გამოვიდა და, საკუთარ მანქანას რომ ვერ მიაგნო, დარაჯს მისი პოვნა მოსთხოვა, თან გასამრჯელოდ ოცი დოლარი შესთავაზა. როდესაც პასუხად უარი მიიღო, ანდერსონს სახეში ლეწა.
სასამართლო რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ალკოჰოლის მოყვარულ ხანდაზმულ მსახიობს ორი ათასი დოლარი ჯარიმა და სპეციალური ფსიქოთერაპიული კურსის გავლა მიუსაჯეს.
საინტერესოა, რომ 2007 წელს შარიფი ერთხელ უკვე გაასამართლეს პოლიციელის ცემისათვის საფრანგეთში და ერთთვიანი პირობითი სასჯელიც გამოუტანეს.