თინა კანდელაკი მაკიაჟის გარეშე

თინა კანდელაკი მაკიაჟის გარეშე

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც უმაკიაჟოდ არის გამოსახული. კანდელაკი მოუწესრიგებელი საზოგადოებაში არასდროს გამოდის, თუმცა, როგორც ჩანს, 36 წლის ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ მაკიაჟის გარეშეც შესანიშნავად გამოყურება.

"არცერთი წვეთი კოსმეტიკა დილიდან. მე, ჩვეულებრივ, სხვაგვარი ვჩნდები თქვენს წინაშე", - ასეთი კომენტარი გაუკეთა კანდელაკმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოს.