რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ გამოცემა „Globo”-ს ინტერვიუ მისცა. სხვა თემებთან ერთად ის ინტერნეტის პრობლემასაც შეეხო.
„ნაცვლად იმისა, რომ ინტერნეტში ახალი საბაზრო შესაძლებლობები დაინახონ, გამომცემლები მასში მხოლოდ მტერს ხედავენ.“ - განაცხადა მწერალმა.
კოელიომ აღნიშნა, რომ ინტერნეტში თავის ნაწარმოებებს სრულიად უფასოდ ავრცელებს, მაგრამ ამის გამო უკვე დაბეჭდილი წიგნების ტირაჟის გაყიდვა სულაც არ შემცირებულა.
პირიქით, „რაც უფრო მეტს გასცემ, მეტსაც იღებ“ - დარწმუნებულია ის.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ მწერალს ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსი ჟილბერტუ ჟილი დაუკავშირდა და შესთავაზა სიმღერა ერთად შექმნან. კოელიო უკვე გახლავთ თანაავტორი ისეთ პოპულარულ მუსიკოსებთან, როგორებიც რაულ სეიშასი და რიტა ლი არიან.