ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი დევით ბექჰემის მშვენიერი მეუღლე ვიქტორია რამდენიმე დღით ლონდონში იმყოფებოდა.
ქმრის ყურადღებას დროებით მოკლებულმა ქალბატონმა დროის გატარება გადაწყვიტა და გამოცემა „The Sun”-ის სკანდალური ქრონიკის განყოფილებაში აღმოჩნდა.
ჟურნალისტებმა ვიქტორია ლონდონის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსული ნახეს. ამ დაწესებულებას ქალი დიზაინერ კელი ჰოპენთან, მზარეულ გორდონ რემსსა და მსახიობ როესი კემპთან ერთად ესტუმრა.
დილის ხუთ საათზე ვიქტორიამ რესტორანი დატოვა. ის ისეთი მთვრალი გახლდათ, რომ ფეხზე ძლივს იდგა და რომ არა მეგობრები ალბათ დაეცემოდა.
თვითმხილველების თქმით, ადამსის ქალი მანქანის კუთხეში მიიყუჟა, უაზროდ კისკისებდა და გამვლელებს აღიზიანებდა.
პაპარაცებმა „ბახუსის ტყვეობაში“ მყოფი დევიდ ბექჰემის მეუღლის გადაღება მოახერხეს. სად იყო ამ დროს მისი ქმარი, არავინ უწყის.