გაგიკვირდებათ და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინებული მხატვარი ყოფილა.
რამდენიმე თვის წინ ინტერნეტ აუქციონზე „eBay” მისტერ ბარაკის ერთ-ერთი ნახატი 2000 დოლარად გაიყიდა.
მისი მფლობელი გახდა ამერიკელი კოლექციონერი უეინ ბერზონი. მან განაცხადა, რომ სურათი ნამდვილად იმსახურებს მასზე დახარჯულ თანხას, რადგან შესრულებულია ვიღაცის კი არა, არამედ თავად მისი ქვეყნის პირველი პირის მიერ.
ბერზონის მტკიცებით, მომავალში ამ ნახატს არანაირი საფასურით არ დათმობს.
საინტერესოა, რომ ეს ნახატი ობამამ 2009 წელს შეასრულა, საქველმოქმედო ორგანიზაცია „Neurofibromatosis Inc”-ის თხოვნით, სპეციალურად კარიკატურების ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით.