გამოცემა „Rollig Stones” ინფორმაციით, ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი მიმდინარე წლის ნოემბერში მორიგ ოთხ კონცერტს ჩაატარებს.
ცნობილი გახდა, რომ „The Beatles”-ის ყოფილი წევრი ამჯერად ჩრდილოეთ ამერიკას ეწვევა.
სერ პოლის პირველი კონცერტი 11 ნოემბერს, აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში გაიმართება, 14 ნოემბერს მას ჰიუსტონში იხილავენ.
ამის შემდეგ ბრიტანელი კანადაში გადავა. 25 ნოემბერს კონცერტს ვანკუვერში ჩაატარებს, 28 ნოემბერს კი ედმონტონში.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს პოლ მაკარტნიმ უკვე 30 კონცერტი გამართა. მან მთელი მსოფლიოს მოვლა მოასწრო. მაკარტნი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ევროპის კონტინენტს, აზიასა და ევროპას ესტუმრა.