ამერიკული მას-მედიის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ცნობილმა მსახიობმა ტომ კრუზმა კოლორადოს შტატში მდებარე მამულში მიწისქვეშა ბუნკერის მშენებლობა დაიწყო.
მსახიობმა მამული თავის დროზე 10 მილიონ დოლარად შეიძინა.
საინტერესოა, რომ მიწისქვეშა საცავში მსახიობი სეიფს დადგამს და „შავი დღისთვის“ 10 მილიონ დოლარს შეინახავს. ეს თავშესაფარი უზრუნველი ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობით იქნება უზრუნველყოფილი. აქ ათ კაცს შეეძლება თავისუფლად 50 წლის მანძილზე ცხოვრება.
ტომის ახლობლების მტკიცებით, ბუნკერი იმ მიზეზით შენდება, რომ კრუზს მომავლის ძალიან ეშინია. მსახიობის მტკიცებით, უახლოეს წლებში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და მან საკუთარი უსაფრთხოებისთვის იზრუნა.