რობი უილიამსი მოატყუეს

რობი უილიამსი მოატყუეს

ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ცნობილმა მომღერალმა რობი უილიამსმა თაღლითების გამო 200 000 გირვანქა სტერლინგი დაკარგა.

ორმა „მეგობარმა“ ეს თანხა ისესხა ტანსაცმლის ახალი მარკის შესაქმნელად, მაგრამ საამისოდ თითი თითზე არ დაუკარებიათ და მთელი ფული გართობაში დახარჯეს. უფრო მეტიც, ისე გათავხდნენ, რომ გასართობ საღამოებს უილიამსის სახლში მართავდნენ.

ლოს-ანჯელესში მდებარე ვილა მუსიკოსმა „მეგობრებს“ დიდსულოვნად დაუთმო.

ერთ დღესაც უილიამსმა სახლის მონახულება გადაწყვიტა და ნანახით შეძრწუნებულმა „ახლობლებს“ დაუყოვნებლივ კარისკენ მიუთითა.

ცნობილი გახდა, რომ მომღერალი უახლოეს დღეებში თაღლითების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.