რამდენიმე დღის წინ გამოცემა „The Sun”-ის ჟურნალისტი ცნობილ ბრიტანელ მსახიობ ქეით უინსლეტს ესაუბრა.
36 წლის ქალბატონმა საჯარო განცხადება გააკეთა ჰოლივუდელი ვარსკვლავების ბოტოქსის ინექციით გატაცების მავნე ჩვევის შესახებ.
„ჩემი აზრით, მსახიობი ვალდებულია, იფიქროს იმაზე, რომ თავისი ემოციები და გრძნობები გამოხატოს სახის მიმიკით და არ ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გაახალგაზრდავდეს და დაიკლოს წლები.
ბოტოქსი მსახიობის პროფესიის პირველი მტერია. გადაჭიმული სახე არაფრისმთქმელია. ამან შეიძლება მსახიობის პროფესია შეიწიროს კიდეც.“ - აცხადებს უინსლეტი.
მსახიობი წინააღმდეგია არამარტო ბოტოქსის, არამედ მთლიანობაში პლასტიკური ოპერაციებისაც. თავად გახდომის ეფექტებს ყოველთვის ნატურალური მეთოდებით აღწევს.