ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მას-მედიამ ცნობილი მსახიობი მერილინ მონროს ბიოგრაფიიდან საინტერესო, დღემდე უცნობი მასალა გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 55 წლის წინ მონრომ და მომღერალმა ელვის პრესლიმ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში ღამე ერთად გაატარა.
ელვის პრესლის იმდროინდელი აგენტი ბაირონ რაფაელი ამ ისტორიას დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.
რაფაელმა ამერიკულ მას-მედიას განუცხადა, რომ ერთხელ პრესლიმ დაურეკა და სთხოვა, რამენაირად მოეხერხებინა მერილინ მონროს დათანხმება და მასთან სასტუმროში მიყვანა.
„მერილინი მივიყვანე სასტუმროში. როგორც კი ერთმანეთი დაინახეს, მაშინვე დაიწყეს კოცნა. ორი წუთის შემდეგ კი საძინებელში შევიდნენ. მე მათ სასტუმრო ოთახში დავრჩი. მოგვიანებით ჩამეძინა.
როცა თვალი გავახილე, ორივენი სავარძელში ტკბილად საუბრობდნენ. ვნებიანი ღამის შემდეგ მერილინი ტაქსით წავიდა. ელვისმა მითხრა, რომ ის ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელიაო.“ - განაცხადა ბაირონ რაფაელმა.