ნიკოლას კეიჯმა კუნძული იყიდა

ნიკოლას კეიჯმა კუნძული იყიდა

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ცნობილმა მსახიობმა ნიკოლას კეიჯმა  კუნძული იყიდა.

48 წლის ნიკოლასის ახალი შენაძენი ბაჰამიზე მდებარეობს და აბსოლუტურად უკაცრიელია. მისი საერთო ფართი 17 ჰექტარია. მსახიობმა მასში 2.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

უახლოეს მომავალში კეიჯი კუნძულზე სახლის აშენებას, შემდეგ კი იქ დასახლებას გეგმავს.

მსახიობის კორეელი წარმოშობის მეუღლე ელის კიმი და შვიდი წლის ვაჟიშვილი კალ-ელი ლოს-ანჯელესის ხმაურიან ცხოვრებას ვერ შეეჩვივნენ.

მოსიყვარულე ქმარმა და მამამ, ახლობლების მშვიდი და აუღელვებელი მომავლისთვის ეს ერთი შეხედვით ორიგინალური ნაბიჯი გადადგა.

ნიკოლასის მტკიცებით, უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრებას მუდამ ნატრობდა და ეს სურვილი 50 წელს მიახლოებულმა აისრულა.