რამდენიმე დღის წინ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში „დედაქალაქის დღის“ ზეიმი ჩატარდა.
ამ ღონისძიების მიმდინარეობისას, ლუკიშკის მოედანზე ჯონ ლენონის ქანდაკება საზეიმოდ დაიდგა. საინტერესოა რომ მის მასალად უბრალო ქვიშა გახლდათ გამოყენებული.
„The Beatles”-ის ყოფილი წევრის ქანდაკება ზუსტად იმ ადგილას განთავსდა, სადაც გაგანია კომუნისტების დროს თავს პროლეტარიატის ბელადი - ლენინი იწონებდა.
ამასთან დაკავშირებით ლიტვაში ხუმრობაც კი გავრცელდა: „ლენინი ლენონმა შეცვალა“.
ქანდაკება ვილნიუსის მერმა არტურას ზუოკასმა გახსნა. ამ დროს მოედანზე ცნობილი მუსიკოსის მარად უკვდავი „Imagine” აჟღერდა.