გუშინ ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ „Billboard” მიმდინარე წლის ზაფხულის ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ საპატიო სიის სათავეში 26 წლის კანადელი მომღერალი კარლი რე ჯეპსენის სიმღერა „Call Me Maybe” აღმოჩნდა.
მეორე ადგილზე ჯგუფი „Maroon 5“-ის ახალი კომპოზიცია „Payphone” განთავსდა.
მესამე პოზიცია Gotye-ს სიმღერას „Somebody That I Used to Know” ერგო.
ზაფხულის ყველაზე პოპულარული კომპოზიციების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
კარლი რე ჯეპსენი - „Call Me Maybe”
Maroon 5 – “Payphone”
Gotye – “Somebody That I Used to Know”
ქეთი პერი - „Wide Awake”
ელი გულდინგი - „Lights”
რიანა - „Where Have You Been”
fun – “We Are Young”
დევიდ გეტა - „Titanium”
ნიკი მინაჟი - „Starships”
Flo Rida – “Whistle”