პრეზიდენტი მზად არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საგარეო პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგარეო პოლიტიკური აქტივობა, კონსტიტუციის ფარგლებში.
ამის შესახებ დავით პატარაიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ამით დავით პატარაია კითხვას გაემოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ როგორია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია.
"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა გასარკვევია, დასადგენია, უფრო კომპლექსურად არის განსასაზღვრი, თუ რას ემსახურება ეს შეხვედრა და რა მიზანი და შედეგი შეიძლება იყოს ამ შეხვედრის", -განაცხადა პატარაიამ.