სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნება

სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნება

20 დეკემბერს 15:00 საათზე  სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნება.

სასათბურე მეურნეობა "იმერეთი გრინერი"  კერძო ინვესტორების  - ბობ მეიერის, მამუკა ხაზარაძის,  ბადრი ჯაფარიძის,  ლევან ბაღდავაძის  და ასევე  ჰოლანდიური კომპანია FoodVentures მიერ დაფუძნებული კომპანიაა.

საწარმოს გახსნას ინვესტორებთან ერთად დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების   სხვა წარმომადგენლები .

მისამართი: ქ. სამტრედია, კოპალეიშვილის ქუჩა.

საკოტაქტო პირი: თამარ კირვალიძე   577 40 37 34