თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის გათამაშებაში კიდევ 100 გამარჯვებული გამოვლინდა.

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის გათამაშებაში კიდევ 100 გამარჯვებული გამოვლინდა.

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის გათამაშების მორიგ ეტაპზე  ინტერნეტ და მობაილ ბანკის 100 გამარჯვებულს apple პროდუქცია და ფულადი პრიზები გადაეცა.  iPhone 6-ის,  iPad mini2-ის და Macbook Air  მფლობელები გიორგი კუხალაშვილი, ირაკლი მგელაძე და  ნაილი ლაცაბიძე გახდნენ.

გათამაშების ფინალური ეტაპი 17 იანვარს შედგება და    მთავარი პრიზთან,   10 000 ლართან ერთად  apple-ის პროდუქცია და სხვა ფულადი პრიზები გათამაშდება. 

გათაშებაში  მონაწილეობას თიბისი ბანკის ყველა მომხმარებელი შეძლებს, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებით ისარგებლებს.

გათამაშების წესების თანახმად, განხორციელებული ოპერაციიდან მომხმარებლები ქულების გარკვეულ რაოდენობას აგროვებენ, 3 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებენ. ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია: 

ინტერნეტბანკში შესვლა - 1 ქულა

საკუთარ და სხვის ანგარიშზე გადარიცხვა - 1 ქულა

კომუნალურების გადახდა - 1 ქულა

მობილურზე ბალანსის შევსება - 1 ქულა;

ინტერნეტბანკით  ანაბრების ან სხვა საბანკო პროდუქტების შეძენა - 10 ქულა.

მობაილბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.

მათთვის, ვინც  ინტერნეტბანკის პასიური მომხმარებელია და სექტემბრის თვიდან  ამ მომსახურებით არ უსარგებლია, თიბისი ბანკი მოგების დამატებით შანსს სთავაზობს: მათგან 300 იღბლიანს ინტერნეტბანკში შესვლისთანავე 100 ლარის მოგების შეტყობინება დახვდება. მათ ასევე ექნებათ გათამაშების ფინალში 10 000 ლარის მოგების შანსი.

გისურვებთ მოგებას!

გათამაშების შედეგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/news1